ადვოკატი: რამდენიმე სამართალდამცველის მხრიდან დისციპლინური დარღვევის გამოვლენა მარიანა ჩოლოიანის ბრალთან კავშირში არ არის

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე სამართალდამცველის მხრიდან დისციპლინური დარღვევის გამოვლენა მარიანა ჩოლოიანის ბრალთან კავშირში არ არის”, – ამის შესახებ 15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, არჩილ შაბაშვილმა განაცხადა.

“ეს მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობასთან კავშირში არ არის. თუ მის მიმართ რამე ექნებოდათ, უკვე წარმოდგენილი ექნებოდათ სასამართლოში”, – აღნიშნა შაბაშვილმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე – ლუკა სირაძის მეგობრები დაიკითხნენ. შემდეგი სასამართლო პროცესი 17 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები