ტაძრისში ახალი სკვერი მოეწყობა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში, ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს
მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, კაუჩუკის საფარზე სხვადასხვა სახის საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდება; მოეწყობა ბილიკები, წყლის ფანტანი, განათების ქსელი, დამცავი მოაჯირი და გამწვანება. სკვერში განთავსდება ურნები და საპარკე სკამები.
პროექტის მოწყობით სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი – დავით ზაალიშვილი და მერის მოადგილე – ბუბა ბერიძე ადგილზე გაეცნენ.
„სოფელ ტაძრისში სკვერის მოწყობა დავიწყეთ. ჩვენთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება პრიორიტეტი იყო, რადგან აქ დასასვენებელი სივრცე არ იყო, რომლითაც მოსახლეობა ისარგებლებდა. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი პროექტი გამოვა”,  – განაცხადა დავით ზაალიშვილმა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სკვერის მოწყობითი სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები