თელავი-გურჯაანის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა

თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევისას 4 პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, BMW–ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც “რეგიონულ კვირას” საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“ჩვენთან შემოიყვანეს ავარიის დროს დაშავებული 4 პირი. მათ გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არცერთ მათგანს სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები არ აღენიშნება”, – ამბობს ხათუნა ჭონიაშვილი.

“რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 –ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები