ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები საარჩევნო პროცესს ხშირად სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან

“ბუნებრივია, ჩვენი პასუხისმგებლობაა მაქსიმალურად სამართლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები საარჩევნო პროცესს ხშირად სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან.

“სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები საარჩევნო პროცესს ხშირად სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან. ჩვენი პასუხისმგებლობა არის, ბუნებრივია, მაქსიმალურად სამართლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. ამისათვის ჩვენი მხრიდან აუცილებლად გაკეთდება ყველაფერი. ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, ბუნებრივია, სრულად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესის მიმართ და იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიებიც ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდებიან წინასაარჩევნო პროცესს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები