სამტრედიის 18 სკოლა რეაბილიტირდება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

სამტრედიაში 18 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, სკოლებში სველი წერტილები გარემონტდება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, პირველ, მეთერთმეტე და კულაშის საჯარო სკოლებში მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა – ზურა გოგიამ დაათვალიერა.

“სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს 31 საჯარო სკოლის სველი წერტილების რეაბილიტაცია მოხდა. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში დასრულდება სველი წერტილების რეაბილიტაცია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები