მამუკა მდინარაძე: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ნათელაშვილთან ფანჩატურში “ნაცმოძრაობის” ირგვლივ გაერთიანება მომგებიანია, ეს მათი საქმეა

“რამდენად ეკლექტური საზოგადოება იყო იქ შეკრებილი, ყველა ვხედავდით. შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შეიკრიბნენ ეს ადამიანები და მათ ღირებული ერთობა არ ჰქონდათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაერთიანებულ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას აჯერებენ, რომ მათ კარგი რეიტინგები აქვთ.

“რამდენად ეკლექტური საზოგადოება იყო იქ შეკრებილი, ყველა ვხედავდით. შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შეიკრიბნენ ეს ადამიანები და მათ ღირებული ერთობა არ ჰქონდათ. თუ ვინმეს აქვს იმის სურვილი და პოლიტიკური მოსაზრებების გამო ჰგონია, რომ მომგებიანია შალვა ნათელაშვილთან, მის ფანჩატურში ,,ნაციონალური მოძრაობის” ირგვლივ გაერთიანება, ეს მათი საქმეა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, აქაც ვერ თანხმდებიან, ადგილებს ვერ იყოფენ. ისინი თქვენ გაჯერებენ, რომ კარგი რეიტინგი აქვთ, მაგრამ ბოლო დროს ცოცხალი თავით არ აქვეყნებენ რეიტინგს. მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ, მათ შორის, ,,ევროპულ საქართველოს” – 3% და ამ ფონზე ერთმანეთს ებრძვიან ადგილებისთვის პარლამენტში, მეტი მიზანი მათ არ გააჩნიათ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები