სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს

“მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღესასწაული. ვლაქერნობა ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც უდიდესი დღესასწაულია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში განაცხადა, სადაც ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგიას დაესწრო.

ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას რელიგიური ტურიზმის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღესასწაული. ვლაქერნობა არის მართლაც უდიდესი დღესასწაული ჩვენი ქვეყნისთვის. ალბათ, ზუგდიდი და მცხეთა არის ის ორი წმინდა ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს და მოილოცოს. ვისურვებდი და მოვუწოდებდი ყველას, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაესწრონ ვლაქერნობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღვთისმშობლის კვართი არის ჩვენთვის ერთერთი უდიდესი სიწმინდე, რომელიც ასევე გვაერთიანებს აფხაზეთთან.

ასევე  მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს. ეს არის ერთერთი ადგილი, სადაც უნდა მოვიდნენ არა მხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ  – უცხოელებიც და ნახონ არამხოლოდ ეს ადგილი – ჩვენ გვაქვს არაერთი წმინდა ადგილი საქართველოში. საქართველო უნდა გახდეს ერთერთი უდიდესი რელიგიური ტურიზმის ადგილი. ამაზე უნდა იმუშაოს ჩვენმა ტურიზმის სააგენტომ, საპატრიარქომ, ჩემი ყველანაირი მხარდაჭერით, რაც საჭირო იქნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები