სომხეთთან ომის მოთხოვნით, ბაქოში აქცია გაიმართა – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ბაქოში, გვიან ღამით, სომხეთთან ომის მომხრეთა აქცია გაიმართა, რომლის დასაშლელად სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქციაში მონაწილეთა ზუსტი რიცხვი უცნობია, ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალება 50 ათასამდე ადამიანზე მიუთითებს, ზოგიერთი კი – ათასზე.

აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. შეკრებილები სკანდირებდნენ – “ყარაბაღი ჩვენია”, “დიდება არმიას”, “ჯარისკაცებო, წინ”, “მობილიზაცია”, “მთავარსარდალო, მობილიზაცია გამოაცხადე”.

მოგვიანებით, აქცია უმართავი გახდა, მისი მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ამის შემდეგ სპეცრაზზმა ძალა გამოიყენა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს 15 ივლისის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით მშვიდია, თუმცა მოწინააღმდეგემ გასულ დღე-ღამეში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 91 -ჯერ დაარღვია.

ამის პარალელურად, შედარებით მშვიდ ვითარებაზე სომხეთის თავდაცვის უწყებაშიც განაცხადეს და აღნიშნეს, რომ გასულ ღამეს საარტილერიო საშუალებები გამოყენებული არ იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები