გია ჯოხთაბერიძე გიგა ბოკერიას: რა მადლობა, 66 დღეს ციხეში მამყოფეთ და “მაკაჩავეთ”

„66 დღეს ციხეში მამყოფეთ და “მაკაჩავეთ”, მოგვეცი კომპანიაო”, – ასე მიმართა კომპანია “მაგთიკომი”-ს მფლობელმა, გია ჯოხთაბერიძემ “ევროპული საქართველოს” ლიდერ გიგა ბოკერიას და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მისი დაპატიმრების ფაქტი შეახსენა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გია ჯოხთაბერიძის რეაქცია გიგა ბოკერიას მიერ ბიზნესის წარმომადგენლების მისამართით გამოთქმულ მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატვას მოჰყვა.

“ყველას მინდა, ვუთხრა მადლობა და გამოვხატო პატივისცემა ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ”, – განაცხადა ბოკერიამ, რაზეც ჯოხთაბერიძემ უპასუხა – “რა მადლობა, 66 დღეს ციხეში მამყოფეთ და “მაკაჩავეთ”, მოგვეცი კომპანიაო. სიმწარე, სიმწარე მახსოვს”, – განაცხადა ჯოხთაბერიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები