მიხეილ ყაველაშვილი: საშიშროება არ ემუქრება არც კონსტიტუციას და არც – დემოკრატიას

“ჩემს კოლეგებსა და საზოგადოებას მივმართავ, რომელიც გაგებით მოეკიდა პანდემიას – არაფერი საშიშროება არ ემუქრება არც კონსტიტუციას და არც – დემოკრატიას”, – ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„როდესაც პანდემია იწყებოდა, არ დამავიწყდება ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი, სადაც გამოვიდა და თქვა, რომ საქართველო პანდემიას მსოფლიოში ყველაზე მოუმზადებელი ხვდება და ჩვენი ქვეყანა ხუთეულშია იმ ქვეყნებს შორის, ვინც ყველაზე კარგად გაართვა თავი. ასეთი აცდენა როგორ შეიძლება? ქალბატონ ლელა ქებურიას ბოდიში ვერ მოვახდევინეთ თანამშრომლებისთვის, ქალბატონმა ხათუნა გოგორიშვილმა გამაკვირვა, რა ლოგიკა განავითარა და რა ისაუბრა, წარმოუდგენელია. ჩემს კოლეგებსა და საზოგადოებას მივმართავ, რომელიც გაგებით მოეკიდა – არაფერი საშიშროება არ ემუქრება არც კონსტიტუციას და არც – დემოკრატიას, ჩვენ მივდივართ სწორად და დარწმუნებული ვარ, ამ გზით გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები