ზვიად შალამბერიძე: ქუთაისის მერიის მიერ მდინარე რუასა და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება

ქუთაისში მდინარე რუასა და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება, – ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს ქუთაისის შემოგარენში სხვადასხვა ისტორიული ლოკაციის მოძიება სპეციალისტებთან ერთად.

“რუას აბანოების შესახებ ჩემთვის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, რის შემდეგაც მკვლევრებსა და DMO Imereti-ის ხელმძღვანელობასთან ერთად აღნიშნული ადგილის შესწავლის გადაწყვეტილება მივიღე.

ეს არის უძველესი სამკურნალო აბანო, რომლის გამოყენებაც მოწესრიგების შემდეგ სამკურნალო ტურიზმის მიმართულებითაც იქნება შესაძლებელი.
ქუთაისის მერიის მიერ მდინარე რუასა და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება. აღნიშნული ტურისტული მიმართულების განვითარებაში ჩართული იქნება DMO Imereti.

ძალიან სასიხარულოა, რომ ქუთაისს კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ლოკაცია ემატება, რომელიც შიდა ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ამ ეტაპზე, ასევე, მიმდინარეობს ქუთაისის შემოგარენში სხვადასხვა ისტორიული ლოკაციის მოძიება სპეციალისტებთან ერთად”, – წერს სახელმწიფო რწმუნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები