ხაჭაპურის ინდექსი 13.5%-ით გაიზარდა

2020 წლის ივნისში 1 პორცია იმერული ხაჭაპურის საშუალო ღირებულება 3.93 ლარია, რაც 13.5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება ცვლილებას წინა თვესთან შედარებით, მაჩვენებელი 4%-ით არის შემცირებული. ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ყველა ინგრედიანტი, ფქვილის (+3.6%) გარდა, გაიაფებულია. მათ შორის, ყველი – 6.2%-ით, კარაქი – 1.1%-ით, კვერცხი – 7.4%-ით, რძე – 0.5%-ით.

ISET-ი ვარაუდობს, რომ ფასების შემცირების ტენდენცია შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს. მით უმეტეს, რომ ზაფხულის პერიოდში ნედლი რძის ფასი, როგორც წესი, მცირდება.
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა თბილისში(ISET-ი), საქართველოში ფასების საერთო დონის შეფასების მიზნით, ქვეყანაში ერთერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტის – “იმერული ხაჭაპურის” მომზადების ღირებულებას ყოველთვიურად ითვლის და მას “ხაჭაპურის ინდექსის” სახით წარმოადგენს. ინდექსის ზრდა ქვეყანაში სურსათის ღირებულების ზრდაზე მიანიშნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები