ამირან გამყრელიძე: სკოლებში სწავლის დაწყების პრობლემა არ იქნება, თუ რა ფორმით და როგორ, ამაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვადია და კონტროლს ემორჩილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გამყრელიძე ფიქრობს, რომ სკოლებში სწავლების დაწყების პრობლემა არ იქნება.

“ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც შეაჯერებს სხვადასხვა უწყების რეკომენდაციებს. ჯერ ეს საკითხი არ დასმულა იმიტომ, რომ ჩვენთან ეპიდსიტუაცია მართვადია და კონტროლს ემორჩილება. თუ ჩვენ ამ დონით და მასშტაბით ვიარეთ ივლისისა და აგვისტოს მანძილზე, ვფიქრობთ, რომ არ იქნება პრობლემა სკოლებში სწავლის დაწყების, თუ რა ფორმით და როგორ, ამაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები