ლაგოდეხის მერმა სასკოლო ასაკის ბავშვებს საჩუქრები გადასცა

ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღსაზრდელებს საბავშვო ბაღში სწავლის დასრულება მიულოცა და მომავალ მოსწავლეებს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

„თითოეული თქვენგანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პერიოდი დგას, საბავშვო ბაღი სრულდება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხართ, რომელსაც ახალი და პოზიტიური მოლოდინები მოაქვს. მუნიციპალიტეტისთვის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი მომავალი თაობის კეთილდღეობაზე ზრუნვაა. მინდა, წარმატებები გისურვოთ, რადგან სწორედ თქვენს წარმატებულ სწავლაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი”, – უთხრა ბავშვებს მერმა.

მერიის ცნობით, სასკოლო ნივთებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 474 სასკოლო ასაკის ბავშვი ეტაპობრივად მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები