გამარჯვებისა და კუმისის მოსახლეობა ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღების განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გამარჯვებასა და კუმისში მცხოვრები მოსახლეობა ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღების განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს ვიცეპრემიერმა – მაია ცქიტიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა – გიორგი შენგელიამ, მხარის რწმუნებულის მოადგილე  ზვიად ჭუნაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა – რამაზ ბუდაღაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

“სოფელ გამარჯვების ახლადაშენებული საბავშვო ბაღი 110 აღსაზრდელეზეა გათვლილი, ხოლო სოფელ კუმისის სააღმზრდელო დაწესებულება 90 აღსაზრდელს მოიცავს. ორივე ობიექტი სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

საბავშვო ბაღების მშენებლობას მუნიციპალური განვითრების ფონდი აფინანსებს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „მშენებელი” 2’900’000 ლარად ახორციელებს”, – აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები