ძევერაში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ძევერაში საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რომელსაც 100 000 ლარი მოხმარდა, დასრულდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტი მერმა – კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

“პროექტის მიხედვით, განხორციელდა 342 გრძივი მეტრის რეაბილიტაცია და მოეწყო ეზოებში შესასვლელები. გზის მონაკვეთზე არ იყო ასფალტის საფარი. მისი არათანაბარი ზედაპირი ადგილობრივებს პრობლემებს უქმნიდა გადაადგილებისას, განსაკუთრებით, მდგომარეობა რთულდებოდა ნალექის დროს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები