მამუკა არეშიძე: მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისი ორგანიზაციები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მსგავსი რამ მაინც ხდება ხოლმე

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე “აფხაზეთის ჟურნალისტური კავშირის” საერთაშორისო ჟურნალისტურ ასოციაციაში წევრად მიღებას ეხმაურება.

როგორც არეშიძემ “კვირას” განუცხადა, მსგავსი ტიპის აქტივები ყოველთვის ხდება მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ.

“ესეთი ტიპის აქტივები ყოველთვის არის. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისი ორგანიზაციები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მსგავსი რამ მაინც ხდება ხოლმე. როცა ვეკითხებით დასავლელ პარტნიორებს, ამბობენ, რომ ასეთ ორგანიზაციებში ურჩევნიათ მიღება, რომ აკონტროლონ. ახლა რა მოხდა, არ ვიცი. მსოფლიო სავაჭრო პალატაში უნდოდათ გარკვეული ხნის წინ აფხაზეთის მიღება, მაშინ ეს არ მოხდა, თუმცა მაშინაც ამბობდნენ, რომ მიღება ჯობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციებში არ მიიღონ”, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები