სოსო არჩვაძე: აუცილებელი იქნება საგადასახადო ტვირთის ამაღლება და ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ

მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოში ბიზნესი მთავარ გამოწვევებად პოლიტიკურ არასტაბილურობას (საშ. 31% ), ფინანსებთან შეზღუდულ წვდომას ( საშ. 23% ) და კვალიფიციური მუშახელის ( საშ. 17%) დეფიციტს ასახელებს. სხვა სიტყვებით,რომ ვთქვათ ბიზნესი პოლიტიკურ სტაბილურობას, იაფ ფულს,ანუ კრედიტზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს და კვალიფიციურ კადრებს ითხოვს. საინტერესოა,რომ ამავე კვლევის თანახმად, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას ბიზნესის მხოლოდ 5,7 % ითხოვს. რა შეუძლია და როგორ უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ ამ გამოწვევებს, ამ საკითხზე „ კვირა“ ეკონომისტსა და სტატისტიკის სპეციალისტს სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

ბიზნესი სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს,ფინანსურ რესურსებზე გაიოლებულ წვდომას და კვალიფიციურ კადრებს ითხოვს. რისი გაკეთება შეიძლება შექმნილ სიტუაციაში. რა რესურსი არსებობს ამდაკვეთის შესასრულებლად?

სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს ბიზნესის განვითარებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,თუმცა როგორ უნდა მოხერხდეს ეს საქართველოში, ამის თქმა ჩემს კომპეტენციას სცილდება და დეტალებში შესვლისგანთავს შევიკავებ.

ბიზნესისა და ბანკების ურთიერთობაზე, ანუ ფულის ხელმისაწვდომობაზე რას იტყვით?

ჩვენ რომ გვქონდეს უნივერსალური რეცეპტი,რომელსაც ბიზნეს შევთავაზებთ კარგია მაგრამ, ასეთი რამ არ არსებობს. ხედვებზე ,კონცეფციებზე და ფასეულობებზეა აქ საუბარი,ანუ რის ფასად და რის ხარჯზე შეიძლება დამატებითი იაფი ფულადი რესურსების მოძებნა. კარგია,რომ ბანკებს ჰქონდეთ მინიმალური საპროცენტო განაკვეთი,რათა საკრედიტო რესურსი იაფი იყოს, მაგრამ საკრედიტო რესურსის ღირებულებას განსაზღვრავს არა საბანკო სექტორის ან ხელისუფლების კეთილი ნება, არამედ არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა.
მარტივად რომ ვთქვათ. ვერ იქნება და არ შეიძლება, რომ საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთი იყოს ინფლაციის მაჩენებელზე უფრო დაბლა. თუ ვთქვათ ინფლაციაა 7 %, შეუძლებელია საკრედიტო რესურსი იყოს 9-10 %-ზე დაბალი. სხვა შემთხვევაში ბანკებს სარგებელი,ანუ მოგება აღარ ექბებათ. ბანკები კი მოგეხსენებათ მოგებაზე ორიენტირებული სტრუქტურაა,ანუ ესეც ბიზნესია. შესაბამისად, ჩვენ ვერ მოვთხოვთ მათ ქველმოქმედებას. შექმნილ სტუაციაში ბანკები ვერ გასცემენ იაფად კრეტიტს.ამისათვის ქვეყანაში სხვაგვარი ეკონომიკური მდგომარეობა უნდა იყოს. დაბალი ინფლაციის ტემპი და ასე შემდეგ.

ანუ მაინც ეროვნულ ბანკთან და ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკასთან მივდივართ?

ეროვნული ბანკი თითქოს დამოუკიდებელი მოთამაშეა, მაგრამ მე ვერ ჩავთვლიდი ეროვნულ ბანკს ასე ვთქვათ~,პირველ ვიოლინოდ და ვერც დირიჟორად. ის ასრულებს იმ პარტიტუდებს, ანუ იმ მითითებებს რაც ხელისუფლებამ დაუდო.

კვალიფიციური მუშახელის არყოლას როგორ შეიძლება მოევლოს?

ჩვენთან დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა დეინდუსტიალიზაცია,ანუ დეკვალიფიკაცია. კვაიფიციურმა კადრებმა,რომლების გვყავდა სხვადასხვა გარემოებათა გამო პროფილიშეიცვალა. 90-იანი წლების დასაწისში ჩვენი მეტრომშენი ბრიგადები ვახტური წესებით ხან მოსკოვში მიჰყავდათ ხან სვერდლოვსკში. შემდგომში აღარ მოხდა ამ ცოდნის და გამოცდილების ასე ვთქვათ დარესტარტება და როცა თბილისში უნივერსიტეტის მეტროსადგურის დამთავრება გახდა საჭირო, კადრები ესპანეთიდან და იტალიიდან ჩამოვიყვანეთ. თუ გვინდა ეს პრობლემა გადაიჭრეს აცქენტი რეინდუსტიალიზაციაზე უნდა გადავიტანოთ.

ამ პრობლემის მოგვარება ხელისუფლებამ პროფესიული სასწავლებლების დაფინანსებით სცადა,არის ეს გამოსავალი?

პროფტეკნიკური სასწავლებლების მსმემელთა რაოდენობასა და უნივერსიტეტების სტუდენტების რაოდენობას შორის დიდი დისპროპორციაა. სტუდენტების რაოდენობა ვფიქრობ იმაზე მეტია, ვიდრე რეალურად გვჭირდება,თუმცა არა ყველა მიმართულებით. ზოგგან პირიქითაცაა. მოკლედ შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნა- მიწოდებას შორის ბალანსი აშკარად დარღვეულია.

გადასახადების რაოდენბას და სიდიდეს ბიზნესის მხოლოდ 5.7 % მიიჩნევს პრობლემად ეს რას ნიშნავს, კარგი საგადასახადო პოლიტიკა აქვს ქვეყანას?

კორონავირუსის პანდემიამ აშკარად გამოაჩინა იმის აუცილებლობა, რომ სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ის რომ ზოგიერთი მიმართულებებით,მხოლოდ სახელმწიფოს ძალუძს ეფექტური პოლიტიკის გატარება ეს კარგად გამოჩნდა ჯანდაცვისა და ტრანსპორტის სექტორში,ლოჯისტიკაში. ჩემი აზრით აუცილებელი იქნება საგადასახადო ტვირთის ამაღლება და ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ.ევროკავშირში საითკენაც მივისწრაფით, საგადასახაო ტვირთი მთლიანი შიდა პროდუქტის 40 %-ს შეადგენს. საფრანგეთში ეს მაჩვენებელი სადღაც 50 %-ს აჭარბებს. საქართველოში საგადასახადო ტვირთი 22-23 %-ს არ აღემატება. თუ არ გავზრდით ამ მაჩვენებელს, ქვეყანა ვერ შეძლებს საკუთარი მოქალაქეების ისეთი სოციალური პაკეტებით უზრუნველყოფას, რომლებიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ე.წ. პროგრესიულ საგადასახადო სისტემაზე გადასვლა. რაც იმას ნიშნავს,რომ მეტი შემოსავალი მეტად დაიბეგრება, ნაკლები კი ნაკლებად. თუმცა, ამის გაკეთება ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიხედვით 2030 წლის დეკემბრამდე შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები