ამირან სალუქვაძე: ბრალდებები, რომელიც ვანო ჩხარტიშვილმა გააჟღერა, სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს
“დღეს ვნახე გუშინდელი ღამის კურიერის 2/3. დანარჩენსაც ვნახავ. რა ბრალდებებიც გუშინ ვანო ჩხარტიშვილმა გააჟღერა, კერძოდ ღამის 12 საათზე გაცემულ უამრავ მრავალმილიონიან კრედიტებზე თიბისი ბანკის მიერ, 1 ლარად კეზერაშვილისთვის გადაცემულ ბიზნესებზე და ზოგადად ქონების ახევის ფაქტებზე – სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს”,- ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს ვნახე გუშინდელი ღამის კურიერის 2/3. დანარჩენსაც ვნახავ.
ყველას შეუძლია ჰქონდეს საკუთარი შეხედულება იმ ცნობილ შეხვედრაზე, ვანო ჩხარტიშვილზე, დღევანდელ და მომავალ ხელისუფლებებზე, მაგრამ რა ბრალდებებიც გუშინ ვ. ჩხარტიშვილმა გააჟღერა, კერძოდ ღამის 12 საათზე გაცემულ უამრავ მრავალმილიონიან კრედიტებზე თიბისი ბანკის მიერ, 1 ლარად კეზერაშვილისთვის გადაცემულ ბიზნესებზე და ზოგადად ქონების ახევის ფაქტებზე (“კონსტანცა”, “მაგნატი”, ელიზბარაშვილის საქმე და სხვა), მოითხოვს სამართლებრივ რეაგირებას, როგორც პროკურატურის, თუ რომელიმე საქმეზე სამართალი არ დადგა, ასევე იმ პირთა მხრიდან, ვისი მისამართითაც გაჟღერდა ბრალდებები.
რეაგირება და შეფასებებია საჭირო პოლიტიკოსთა მხრიდან, ვისი ან ვისი თანაგუნდელების მისამართითაც გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები, ან იზიარებთ მაგ ღირებულებებს, ტერორს, ან არ იზიარებთ და ემიჯნებით. ვერ წაუყრუებთ.
ხომ საუბრობთ დასავლურ ღირებულებებზე?!
უნდა გადავწერო ეს ვიდეო, ავტვირთო და მოვნიშნო საელჩოები, ელჩები, კონგრესი, სენატი, კონგრესმენები, სენატორები, თეთრი სახლი და ა.შ. “,- წერს სალუქვაძე.