“გიორგი შაქარაშვილის დედ-მამა შს მინისტრსა და პროკურატურის ხელმძღვანლობას შეხვდა”
19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, შაქარაშვილის მშობლები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანლობას შეხვდნენ.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაახლოებით, 2 კვირაში უნდა მოხდეს იმ პირებისთვის ბრალის წარდგენა, ვისაც შესაძლოა, შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან შეხება ჰქონდა.
„გარდაცვლილის დედასა და მამას შეხვედრა ჰქონდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოს ხელმძღვანლობასთან, ასევე, გენერალური პროკურატურის ხელმძღვანლობასთან. ჩამოყალიბდნენ ასეთ პოზიციაზე, რომ გამოძიების ვადაში უნდა მოხდეს ამ პირებისთვის კონკრეტული მუხლების წარდგენა. რომ არ დაიბნეთ და იცოდეთ, არასრუწლოვნების სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ არ ვცდები, ეს ვადა 40-დღიანი იყო. უკვე დარჩენილია არაუმეტეს 2 კვირისა, როგორც მახსოვს. შესაბამისად, ამ ვადაში აუცილებლად უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა ყველა პირთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნიკოლაძემ.