სემეკ-ის ორგანიზებით, ელექტროენერგიის ბაზრის წესებზე იმსჯელეს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით, სემეკ-ში ელექტროენერგიის ბაზრის წესების განხილვა გაიმართა.
სემეკ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაციები ახალი ენერგეტიკული კანონმდებლობისა და ბაზრის გახსნის საკვანძო საკითხებზე, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრებზე. გარდა ამისა, განიხილეს ენერგეტიკული ბაზრის სამიზნე სტრუქტურის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები და ბაზრის ზოგადი დიზაინი.
წესებზე მსჯელობის საფუძველს წარმოადგენს სემეკ-ში მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, ენერგეტიკული ბირჟისა და, ასევე, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციისა და კომპანიის წარმომადგენლები.