ტრამპი: კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი ყოველთვის დამიჭერენ მხარს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ რეპერი კანიე უესტი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავს, მას დაუჭერს მხარს.

ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა – “ის მხარს ყოველთვის ჩვენ დაგვიჭერს, მისი ცოლიც ჩვენს მხარეს იქნება”.

ამასთან, მან თავი აარიდა კომენტარს კანიე უესტის მიერ გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც რეპერმა თქვა, რომ რესპუბლიკელ-პრეზიდენტს მხარს აღარ უჭერს.

“ძალიან კარგი ბიჭია. ის არის ადამიანი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. საბოლოოდ, ვფიქრობ, ის ჩვენ დაგვიჭერს მხარს და არა – ვინმე სხვას. მემარცხენე რადიკალებს ჩვენი ქვეყნის დაპყრობაში ხელი უნდა შევუშალოთ”, – თქვა ტრამპმა.

გასულ კვირას კანიე უესტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნოემბრის არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტად იყრის კენჭს.

9 ივლისს კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეპერს ბიპოლარული აშლილობა აქვს. როგორც ერთერთ გამოცემას, ანონიმურობის დაცვით, მომღერლის ახლობელმა განუცხადა, უესტს შეტევები წელიწადში ერთხელ აქვს და ამჟამად ის ზუსტად ასეთ პერიოდს გადის. მისი აზრით, რეპერის გადაწყვეტილება სწორედ ამ ფაზას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები