ირაკლი ლატარია: ვისაც გსურთ, უსმინოთ ,,ფეიკ” ინფოებს და ვითომ გულისტკივილით აღნიშნოთ ის, რაც არ არსებობს – კი ბატონო, მაგრამ არანაირი სანქცია არავის ჩვენ მიმართ არ დაუწესებია

“ვისაც გსურთ, უსმინოთ ,,ფეიკ” ინფოებს და ვითომ გულისტკივილით აღნიშნოთ ის, რაც არ არსებობს – კი ბატონო, მაგრამ არანაირი სანქცია არავის ჩვენ მიმართ არ დაუწესებია”, – ამის შესახებ ექსპერტი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ტყუილია ის, რომ  საქართველოს სანქციებს უწესებენ.

,,საქართველოს უწესებენ სანქციებსო ” – ეს არის ტყუილი, ტყუილი და ტყუილი. ვისაც გსურთ, უსმინოთ ,,ფეიკ” ინფოებს და ვითომ გულისტკივილით აღნიშნოთ ის, რაც არ არსებობს – კი ბატონო, მაგრამ არანაირი სანქცია არავის ჩვენ მიმართ არ დაუწესებია. კონგრესში რომელიმე წევრმა თუ წარმოთქვა თავისი მოსაზრება, ეგ არ ნიშნავს, რომ იმპერატიული ნორმაა მისი განაცხადი, მთავარია კონგრესის მიერ მიღებული დოკუმენტი და არა –  რომელიმე ერთი კონკრეტული პიროვნების მოსაზრება ან/და ,,რაპორტი”. როგორ გინდათ, რომ ასე იყოს, მაგრამ ასე არ არის და არც იქნება“, – წერს ირაკლი ლატარია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები