“კეზერაშვილის დროს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია გაფლანგული, თუ ისრაელის სამართალდამცავი ორგანოები ისურვებენ ქართული მხარის ჩართვას, ცხადია, ჩვენ ვითანამშრომლებთ”

“ფაქტია და დადასტურებულია შესაბამისი კომპეტენტური სამსახურების მიერ, რომ თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში, სააკაშვილის მმართველობის დროს ძალიან მაღალ კორუფციას ჰქონდა ადგილი”, – ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს.

სესიაშვილის თქმით, კეზერაშვილის დროს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია გაფლანგული.

“ფაქტია და დადასტურებულია შესაბამისი კომპეტენტური სამსახურების მიერ, რომ თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში, სააკაშვილის მმართველობის დროს ადგილი ჰქონდა ძალიან მაღალ კორუფციას, დაკარგულია, დაახლოებით, მილიარდ ნახევარი ლარი და სწორედ კეზერაშვილის დროს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი არის გაფლანგული, რაზეც შესაბამისი უწყებები მუშაობენ.

ამ შემთხვევაში, ისრაელის მიერ წამოწყებული საქმე, რომელიც ჯერ არ მისულა საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ჩემთვის არის ერთერთი დამადასტურებელი ფაქტი, რომ ფული, რომლის გათეთრებაზეც, სავარაუდოდ, არის საუბარი, უკავშირდება კეზერაშვილის ცნობილ მეთოდებს, როგორ გაეტანა საქართველოდან ის ფული, რომელიც ეკუთვნოდა ჩვენს ჯარისკაცებს.

თუ ისრაელის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები ისურვებენ ქართული მხარის ჩართვას, ცხადია, ჩვენ ვითანამშრომლებთ”, – განაცხადა სესიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები