გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, საბავშვო ბაღების თანამშრომლები სამედიცინო მომსახურების საშეღავათო პაკეტით ისარგებლებენ

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, გიორგი დოხტურიშვილი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი – კახა გვანცელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი – ნინო ლაცაბიძე თბილისის ბალნეოლოგიური კურორტისა და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანლებს შეხვდნენ.

თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაო შეხვედრა გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით შედგა და მისი მიზანი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო მომსახურების საშეღავათო პაკეტის შეთავაზებაა.

ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და ბალნეოლოგიური კურორტის წარმომადგენლებმა საკუთარი შეთავაზებები პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.

კერძოდ, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტატიშვილის კლინიკა პედაგოგებს სამედიცინო მომსახურების მიზნით 1 წლის მანძილზე 100-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს, ასევე, ბაგა-ბაღების თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებაზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კვლევებსა და სარეაბილიტაციო სერვისებზე მათ 20% -იან შეღავათს შესთავაზებენ. საშეღავათო პირობები სტაციონარულ მომსახურებაზეც ვრცელდება, რაც სადეპოზიტო ანგარიშზე 500 ლარის ოდენობით თანხის დარიცხვას გულისხმობს.
რაც შეეხება ბალნეოლოგიურ კურორტს, 30% -იანი დასდაკლება გავრცელდება სამედიცინო და სარეაბილიტაციო, მათ შორის, ფიზიო პროცედურების მიმართულებით, ხოლო დანარჩენ მომსახურებაზე, როგორიცაა: ბალნეოლოგია, კოსმეტოლოგია და სპა, აქ საშეღავათო პროცენტი 10 დან 15 %-ით განისაზღვრება.

გიორგი დოხტურიშვილმა ორი კომპანიიის წარმომადგენლებს საკითხთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები გააცნო და, დეტალების დაზუსტების შემდეგ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება დააანონსა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები