მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი კი საკარანტინე სივრციდან არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 შემოტანილი, 1 კი საკარანტინე სივრცეში დადასტურებულია.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში მკურნალობას 22 პაციენტი აგრძელებს.

„5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 3-ით გაიზარდა. ამ 5 ახალი შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული და ოთხივე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 არის საკარანტინე სივრცეში დადასტურებული. ჩვენთან 1 გამოჯანმრთელდა, დაგვემატა 1 ახალი პაციენტი და კვლავ 22 დადასტურებული შემთხვევა რჩება. საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები