თამარ აბესაძე: დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს, იმ პერიოდში იქ არ იმყოფებოდა, საერთოდ არ გასულა უბნიდან

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, საგამოძიებო ორგანომ თეთრპერანგიანი მამაკაცის ვინაობა დაადგინა, რომელიც გურამ ამირხანაშვილს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ აბესაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

საგამოძიებო ორგანო თავად ავთანდილ ბილანიშვილმა ისე დატოვა, რომ მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქოებრივი ვალი, გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ, გამოცხადდა სამინისტროში, წარედგინა ის მტკიცებულებები, ტელეფონის დეტალური ამონაწერი, ასევე სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს, იმ პერიოდში იქ არ იმყოფებოდა, საერთოდ არ გასულა უბნიდან.

მინდა გაცნობოთ, რომ ზუსტად ამ წუთებში, სამინისტრომ, გამომძიებლებმა დაადგინეს ის პირი, თეთრპერანგიანი პირი, რომელზეც „მთავარი არხი“ ამბობდა, რომ ეს არის „კაწრო“. სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია. ბილანიშვილი არცერთს არ იცნობს, არ აქვს მათთან შეხება და კონტაქტი, ავთანდილ ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა იმაში, რომ იქ არ ყოფილა“, – განაცხადა აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები