დავით ზალკალიანი: ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა გაითვალისწინონ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მიერ დაწესებული რეგულაციები
“ჩვენმა მოქალაქეებმა, პირველ ყოვლისა, კარგად უნდა გაითვალისწინონ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მიერ დაწესებული რეგულაციები”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა რეგულაცია ქვეყნების შესაბამის საიტებზეა გამოქვეყნებული.
„ჩვენმა მოქალაქეებმა, პირველ ყოვლისა, კარგად უნდა გაითვალისწინონ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მიერ დაწესებული რეგულაციები. ზოგ ქვეყანას ევროკავშირის შიგნით ერთმანეთის მიმართ საზღვარი გახსნილი აქვს, ზოგს არ აქვს. ზოგს გარკვეული წინაპირობით აქვს გახსნილი. ამიტომ ძალიან კარგად უნდა გაეცნონ იმ რეგულაციებს, რომლებიც აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაწესებული ერთმანეთის მიმართაც.
ამიტომ ჩემი რჩევაა, ვიდრე გაემგზავრებიან, თუკი აპირებენ ისინი ევროკავშირის ერთი წევრიდან მეორე ქვეყანაში გადასვლას, კარგად გაეცნონ იმ რეგულაციებს. ყველა ეს რეგულაცია გამოქვეყნებულია ამ ქვეყნების შესაბამის საიტებზე და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს წვდომა ამ კონკრეტული ქვეყნების საიტებთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.