“ორ აბიტურიენტს, რომელიც მაღალი ტემპერატურის გამო გამოცდაზე არ დაიშვა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი საგამოცდო პროცესში ჩავრთოთ”
“ორ აბიტურიენტს, რომელიც გუშინ გამოცდაზე არ დაიშვა, ჩაუტარდა PSR ტესტირება. საბედნიეროდ, მათ არ აღმოაჩნდათ კოვიდინფექცია, სამინისტროსთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აბიტურიენტები საგამოცდო პროცესში ჩავრთოთ”, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გამოცდაზე აბიტურიენტების 95-% გამოცხადდა.
„გამოცხადდა აბიტურიენტების 95%. გამოცდიდან არ მოხსნილა არავინ, არც დაგვიანების, არც ტელეფონის აღმოჩენისა და არც მაღალი ტემპერატურის გამო. იყო რამდენიმე აბიტურიენტი, რომელსაც დაუფიქსირდათ ტემპერატურა, მაგრამ ისინი განთავსდნენ სარეზერვო სექტორებში და არ მოგვიწია მათი არდაშვების გადაწყვეტილების მიღება.
რაც შეეხება ორ აბიტურიენტს, რომელიც არ დაიშვა გამოცდაზე, ჩაუტარდა PSR ტესტირება, საბედნიეროდ, მათ არ აღმოაჩნდათ „კოვიდინფექცია, ჩვენ სამინისტროსთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევძლოთ და ეს აბიტურიენტები ჩავრთოთ საგამოცდო პროცესში”, – განაცხადა გორგოძემ.