აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცელი რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, სოფო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცელი რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება.

მისივე თქმით, ნაშრომების გასწორება გამოცდის დასრულებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება.

„ნაშრომების გასწორება იწყება, როდესაც დამთავრდება კონკრეტული საგნის გამოცდა და როდესაც რამდენიმედღიან კარანტინს გაივლის პასუხების ფურცელი. დამთავრებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება გასწორება.

გიდასტურებთ, რომ, მიუხედავად მოწოდებებისა და თხოვნისა, გულშემატკივრების თავყრილობა მაინც შეინიშნებოდა საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონტროლდებოდა, ცოტა რთული იყო ამ სიტუაციის დარეგულირება. ხვალ კიდევ დამატებით ზომებს მივიღებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული დისტანცია. მეტი პერსონალი იქნება მობილიზებული, რომ გარე პერიმეტრზე დისტანცია გაკონტროლდეს“, – განაცხადა გორგოძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები