ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს

ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს არსებული უნიკალური ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება და “წითელი ნუსხის სახეობის” მცენარეების გაშენება.

“ხეების უკანონო ჭრისა და ბრაკონიერობისაგან დაცვის მიზნით, კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიის 150 ჰა-ის შემოღობვის სამუშაოები დაიწყო.

ველური ბუნების სააგენტოს მიერ დაპროექტებული კრწანისის ტყე-პარკში, მდინარე მტკვარზე სარწყავი წყლის სატუმბი სადგურის უახლოეს მომავალში განთავსდება. დაგეგმილია მზის ენერგიაზე მომუშავე 100 კვტ ელექტროსადგურის, ინფილტრატი წყლების დრენაჟული ჭისა და მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე ზაფხულში ეტაპობრივად განხორციელდება. ტერიტორიაზე დამშრალი 7 ტბორი აღდგება და დათევზიანდება. მოეწყობა 50-მდე საპიკნიკე ლოკაცია.

ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს”, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

ტყე-პარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. პარკში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები