ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ტემპერატურის გამო 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, სოფო გორგოძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სარეზერვო სივრცეში 4 აბიტურიენტი განთავსდა, მაღალი ტემპერატურის გამო კი გამოცდაზე 2 აბიტურიენტი არ დაიშვა.
მისივე თქმით, გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა.
„უკვე ერთ საათზე მეტია, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვიცით ის, რომ გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა. გვქონდა დაგვიანების 2 შემთხვევა. სარეზერვო სივრცეში განთავსდა, ჯამურად, 4 აბიტურიენტი. რაც შეეხება გამოცდაზე მაღალი ტემპერატურის გამო არდაშვების ფაქტს – ასეთი 2 შემთხვევაა ქვეყნის მასშტაბით, ორივე შემთხვევაში იყო 38 გრადუსამდე ტემპერატურა. ასევე, იყო ემოციურ ფონზე ტემპერატურის მომატების ფაქტი, იყო დასაშვები ტემპერატურა, ექიმმა ნახა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეშვა აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში”, – განაცხადა გორგოძემ.