ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

„კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია”, – ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამი ახალი ინფიცირებულიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 951 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 828-ს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები