საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

“2020 წლის 6 ივლისს, საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პიტერ სიიარტო ვიზიტით ეწვევა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს საქართველოს პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლების მინისტრებთან გამართავს.

უნგრელ კოლეგას დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, რა დროსაც მინისტრები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, შეხვედრის დასრულების შემდგომ მინისტრების ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ესტუმრება.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები