მწერალ მარინა ჯალიაშვილს ილია ჭავჭავაძის პრემია მიენიჭა

გორელ მწერალს მარინა ჯალიაშვილს ილია ჭავჭავაძის პრემია მიენიჭა. დიპლომი, რომელიც საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა გორის მერიაში წარმოადგინა, გორის მერმა მარინა ჯალიაშვილს საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გორის მერმა – კონსტანტინე თავზარაშვილმა მწერალს წარმატება მიულოცა და სამომავლოდ ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.

ცნობისთვის, აღნიშნული პრემია მას ქართულ მწერლობაში შეტანილი წვლილისთვის და წიგნისთვის – „ქართული მართლმადიდებლური სამყარო“ მიენიჭა.

მარინა ჯალიაშვილს წელს შემოქმედებითი მოღვაწეობის 25 წელი შესრულდა. გორელი მწერალი გახლავთ 12 წიგნის ავტორი, მათ შორის მისი ერთი რომანი თარგმნილია ინგლისურ ენაზე. ამჟამად მუშაობს წიგნზე “შიდა ქართლის ეკლესია-მონასტრები”. არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები და წლების მანძილზე ეწევა საგამომცემლო საქმიანობას. იგი გახლავთ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები