ტრამპმა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის მიზეზი დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განმარტებით, ბოლო დროს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება, მასშტაბურ და მსოფლიოში საუკეთესო ტესტირებას უკავშირდება.

ამის შესახებ მან Twitter-ის გვერდზე დაწერა.

“კორონავირუსის შემთხვევების მატება უკავშირდება იმას, რომ ჩვენი ტესტირება ასეთი მასშტაბური და ძალიან კარგი, ბევრად მასშტაბური და უკეთესი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ეს კარგი ამბავია, მაგრამ უკეთესი სიახლე იმაშია, რომ სიკვდილიანობა მცირდება”,- დაწერა ტრამპმა.

2 ივნისს აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 52 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში 2 686 480 დაავადებულია. ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსს 706 პირი ემსხვერპლა, სულ 128 062 ლეტალური შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები