საქართველოში აივ ინფიცირების 274 ახალი შემთხვევა ფიქსირდება

მიმდინარე წლის 2 ივლისის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 274 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 321 ახალი შემთხვევა.

“სულ 2020 წლის 2 ივლისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8376 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6252 მამაკაცია, 2124 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა. 1705 გარდაიცვალა.

30 ივნისის მონაცემებით, არვ მკურნალობას იტარებს 5220 (4630 + 590 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (38 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.0 % (3098) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.7 % (4080) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.0 % (1001) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (109) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (46) – გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3029 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1153; შემდეგ იმერეთში 1004; აჭარაში 958; აფხაზეთში (526); კახეთში (411) ქვემო ქართლში (478); შიდა ქართლში (306); გურიაში (175); სამცხე-ჯავახეთში (112) და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის, 70 – ვაჟი, 46 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.

განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით – 108 შემთხვევა (მათგან 1 – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი – 4, დაუდგენელი – 2”,-აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები