შუახევში სამთო იალაღებზე მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

სამთო იალაღებზე ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 33 890 ლარია. აღნიშნულის შესახებ “რეგიონული კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ტრანსპორტი მოიალაღეებს 2020 წლის 15 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა მოემსახუროს.

“მოიალაღეებისთვის მგზავრობა უფასო იქნება კატრიანის, ყავრიანის, გრძელგორის, თაგინურის, ჩირუხის, ღომა – საყენდრიას, ჯანჯღნარის, მერიაყელის, შედრეკილის, თეთრობის, საბერწიას, მაწყვალთის მთის, სანალიასა და ძველი მთის მიმართულებით. პროგრამით ადგილობრივებთან ერთად ტურისტებიც ისარგებლებენ. ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 8 ივლისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები