დუშეთში, კოსტავას ქუჩაზე ახალი ასფალტის საფარის დაიგება

დუშეთის მუნიციპალიტეტში მერაბ კოსტავას ქუჩაზე არსებული 295 მეტრი სიგრძის ამორტიზებული გზა ახალი ორფენიანი ასფალტის საფარით ნაცვლდება, შედეგად, კოსტავას ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იქნება.

პროექტის ფარგლებში, იგეგმება ბორდიულების მოწყობაც. ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობის დროს ოცი ადამიანია დასაქმებული.

კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს შპს “საგზაო შვიდი” და სახელშეკრულებო ღირებულება 239 200 ლარია.
შესრულებული სამუშაოები მხარის რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები