ირაკლი კობახიძე: ამომრჩეველს დაეკისრება ვალდებულება, რომ პირბადე ჩამოიხსნას იმ დროს, როცა მისი ამოცნობა აუცილებელია

“მოქალაქეები, რომლებიც ხმის მისაცემად საარჩევნო უბანში მივლენ, პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევთ – უშუალოდ კენჭისყრის სივრცეში შესვლისას და – რეგისტრაციის გავლისას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ის, რომ პირბადე უნდა ჩამოიხსნა ორჯერ, ჯერ როცა შედიხარ საარჩევნო უბანში კენჭისყრის სივრცეში და, ასევე, უშუალოდ რომ გადიხარ რეგისტრაციას. ეს გათვალისწინებულია, ანუ ამოცნობის პრობლემა თავისთავად არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ამომრჩეველს დაეკისრება ის ვალდებულება, რომ ჩამოიხსნას პირბადე იმ დროს, როცა მისი ამოცნობა არის აუცილებელი. თუ დაზუსტება არის საჭირო, შეგვიძლია, დავაზუსტოთ საარჩევნო კოდექსშიც, მაგრამ სხვანაირად გამორიცხულია, რეგისტრაცია ისე გაიაროს ამომრჩეველმა,  მისი ამოცნობა რომ არ შეიძლებოდეს”, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები