ამირან გამყრელიძე: ის, რომ საქართველო გამოიყურება ოაზისად და კორონავირუსის ერთეული შემთხვევებია ყოველდღიურად, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა

“ის, რომ ყოველდღიურად კორონავირუსის ერთეული შემთხვევები გვაქვს, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე ტალღა იქნება თუ არ იქნება, ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს როგორც საზოგადოებრივი, ისე -“ჯანდაცვის სისტემა.

„ის, რომ დღეს საქართველო გამოიყურება გარკვეულ კუნძულად, ოაზისად, ირგვლივ მყოფ ქვეყნებს შორის, ეს არ გვაძლევს ერთი წუთით დამშვიდების უფლებას. ის, რომ ერთეული შემთხვევები გვაქვს ყოველდღიურად, ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში. მეორე ტალღა იქნება თუ არ იქნება, ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს როგორც, საზოგადოებრივი, ისე, ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა. მზადყოფნის რეჟიმში უნდა ვიყოთ, რომ თუ შემთხვევათა მეტი რაოდენობა იქნება, ისევე ეფექტურად იმართოს, როგორც დღეს იმართება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები