ამირან გამყრელიძე: საქართველოში შემოსული მოქალაქეებისთვის ორკვირიანი კარანტინის ვალდებულება ძალაში რჩება

“ორკვირიანი კარანტინის რეჟიმი ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანისთვის ძალაში რჩება”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჯერჯერობით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი რჩება. ორკვირიანი კარანტინის რეჟიმი რჩება ყველა შემოსული ადამიანისთვის. შესაძლებელია, იყოს გარკვეული გამონაკლისი თვითიზოლაციისა, როდესაც ვთქვათ არის ოჯახი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები