ლავროვი: კორონავირუსი ჯერ არ მქონია, ჯერჯერობით, ღმერთმა შემიწყალა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 40 თანამშრომელი კოვიდ-19-ით დაინფიცირდა, ერთი კი გარდაიცვალა.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა RT-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევები იყო როგორც სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე – ტერიტორიულ განყოფილებებში. რაც შეეხება გარდაცვლილს – ის 62 წლის ასაკის იყო და მას ვირუსი ექიმი მეუღლისგან გადაედო.

კითხვაზე, “თქვენ ხომ არ გქონიათ კორონავირუსი”, რუსეთის პირველი დიპლომატი ამბობს: “ჯერჯერობით, ღმერთმა შემიწყალა”.

“არ მაქვს კონტაქტი ადამიანების დიდი რიცხვთან. რეგულარულად ვმოწმდებით – კვირაში რამდენჯერმე. სამინისტროში გვაქვს ვიზიტორებისთვის ინდივიდური დაცვის საშუალებები”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები