თემქაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ექიმის, კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, თემქაზე გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმის თქმით, პაციენტი მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს.

“შემოსვლისას აღენიშნებოდა ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობა მარცხენა მტევნის მეოთხე-მეხუთე თითებს შორის, აქტიური არტერიული სისხლდენით. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ჩატარებული ოპერაციული მკურნალობის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურია. კონტაქტურია, განაგრძობს მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში”, – განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

ცნობისთვის, გუშინ თემქის დასახლებაში ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებულ პატრულ-ინსპექტორს შეტყობინების ინიციატორის მეუღლემ ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა და გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები