დავით მათიკაშვილი: ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი ე.წ. სამეგობრო-საახლობლო კრიმინალურ ერთობად ჩამოყალიბდა
“რადიკალურმა ოპოზიციამ სახე დაკარგა, დეგრადირდა და კრიმინალურ ძალად ჩამოყალიბდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხვალ ზედმიწევნით შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და მესამე მოსმენით უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო კანონპროექტს მიიღებს.
„აშკარად დასანახია ის უდიდესი განსხვავება, რაც არსებობს მმართველ ძალასა და რადიკალურ კრიმინალურ ოპოზიციას შორის. ხვალ „ქართული ოცნება“ მულტიფრაქციულად, დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით, ზედმიწევნით შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და მესამე მოსმენით მიიღებს უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო კანონპროექტს. სწორედ ამ დროს, ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი ე.წ. სამეგობრო- საახლობლო, გადაიქცა და ჩამოყალიბდა რა კრიმინალურ ერთობად, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს. აცხადებენ რა, რომ ისინი მმართველი ძალის მიერ ფინანსდებიან, რაც შეურაცხყოფაა არა მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, არამედ ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოსი. ასეთი განცხადებები აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. აქაც ჩანს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ დაკარგა სახე, დეგრადირდა და ჩამოყალიბდა კრიმინალურ ძალად“,- განაცხადა მათიკაშვილმა.