ამირან გამყრელიძე: საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია

“საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია”,- ამის შესახებ “კვირას” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

“დღეს კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევაა, ყველას წყარო ცნობილია.  ორი დაკავშირებულია ტრაილერის მძღოლებთან და ერთი საკარანტინე სივრციდანაა”,- აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები