“საქართველო სივრცითი მოწყობის თვალსაზრისითაც სულ უფრო და უფრო უნდა დავამსგავსოთ ევროპულ ქვეყანას”
“სივრცით მოწყობის ნაწილზე დიდხანს არ გავჩერდები და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული იერსახის და, ასევე, კომფორტული მოქალაქეებისათვის საცხოვრებელი სივრცისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„არ არის იაფი სიამოვნება, ხშირ შემთხვევაში არის ძალზე დიდი დისკომფორტის მომგვრელი ჩვენი მოქალაქეებისათვის, მაგრამ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ, ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ ფასეულობებით, საკანონმდებლო ან ინსტიტუციონალური თვალსაზრისით, არამედ სივრცითი მოწყობის თვალსაზრისითაც სულ უფრო და უფრო დავამსგავსოთ ევროპულ ქვეყანას. ასევე, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით შავი ზღვის საქართველოს აუზის მოწყობა, ვგულისხმობ როგორც მილსადენების, გზების, რკინიგზის, ასევე, საპორტო ინფრასტრუქტურას და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული როგორც ფოთის, ასევე, ანაკლიის მიმართულებით და აქ უკვე ღრმად აღარ წავალ. მე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს ანგარიში სრულად ერთი თვის წინ იყო მოწოდებული და იქ არის ყველა რიცხვი, ყველა დეტალი, საკმაოდ მკაფიოდ და დეტალურად აღწერილი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.