კახა კალაძე სააკაშვილზე: ჩამოყალიბდეს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა და რა საქმიანობა სურს

“მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდეს, ზოგადად, რა უნდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა და რა საქმიანობა სურს ან არ სურს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ შეუძლია.

„ჯერ ერთი, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინაში იკავებს რაღაც თანამდებობას. უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ შეუძლია და მიუღებელია, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. ჩამოყალიბდეს, ზოგადად, რა უნდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რა საქმიანობა სურს და არ სურს. მას ხელს არავინ  უშლის. შეუძლია, დაბრუნდეს და აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე, რაც წლების განმავლობაში ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინაშე ჩაიდინა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები