ზურაბ ნასარაია: არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს გურიის, როგორც „მწვანე რეგიონის“ პერსპექტივების განხილვა პანდემიის პირობებში თანამშრომლობის ახალ ფორმებზე მსჯელობა წარმოადგენდა. საუბარი შეეხო, ასევე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს საერთო მიზნების განხორციელებას. ვისაუბრეთ მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებებს ემსახურება. გამოითქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების სურვილი და ვფიქრობ, კოორდინებული მუშაობით რეგიონში შედეგზე ორიენტირებული პროექტები განხორციელდება”, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.