ზესტაფონსა და ჭიათურაში ათობით ქუჩა მოირეცხა
“ჯორჯიან მანგანეზი“ ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოებს ჭიათურასა და ზესტაფონში აგრძელებს.
ქუჩებისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“ მექანიკური დაგვისა და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით ჭიათურაში შემდეგი მიმართულებებით განხორციელდა: 9 აპრილის ქუჩა ლეჟუბანში და 9 აპრილის ქუჩა ნაგუთში, მერკვილაძის, გოგებაშვილის, თორღვაშვილის, ბარათაშვილის, ნინოშვილის, ჭავჭავაძის, ნიკოპოლის, თხელიძის, აბაშიძის ქუჩებსა და ტოლსტოის ხიდზე.
ხოლო ზესტაფონში ქუჩები შემდეგი მიმართულებებით მოირეცხა: კვალითის დასახლება, რუსთაველის, ფარნავაზის, აღმაშენებლის, წერეთლისა და ჩიკაშუა ქუჩებზე.
ცნობისთვის: „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახური ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოებს ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში ინტენსიურად ახორციელებს. ასევე, ორივე რეგიონში კომპანიის მიერ ყოველდღიური დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.